უცხოეთი
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრები შესაძლოა, ერთმანეთს შეხვდნენ

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სექტემბრის ბოლოს შესაძლოა, ერთმანეთს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტრენდი“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, ჰიკმეთ ჰაჯიევზე, დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებშია დაგეგმილი.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, თუმცა ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში დღემდე გამუდმებით ადანაშაულებს ერთმანეთს.

interpressnews.ge