უცხოეთი
რუსეთმა პერსპექტიული იარაღის 12 სახეობის წარმოება შეწყვიტა

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. სირიაში ჩატარებული ოპერაციების შედეგად, რუსეთმა 12 სახეობის პერსპექტიული შეიარაღების წარმოება შეწყვიტა, რაც მათ წარუმატებელ გამოცდას უკავშირდება. 300-მდე სახეობის შეიარაღება კი მოდერნიზებულია. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„სირიაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ჩვენ, ბუნებრივია, დიდი ოდენობით ფრენები განვახორციელეთ. შემიძლია გითხრათ, რომ სირიის გამოცდილებით, 300-მდე ტიპის შეიარაღება შეივსო, 12 სახეობა კი, რომლებიც პერსპექტიულად მიჩნეოდა, უბრალოდ, ამოვიღეთ წარმოებიდან და შეიარაღებიდან“ - განაცხადა შოიგუმ.

გასულ თვეში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიაში ოპერაციის მსვლელობისას, აპრობირებულია 231 სახეობა თანამედროვე და მოდერნიზებული შეიარაღებისა, რომლებმაც მაღალი ეფექტურობა აჩვენა.

interpressnews.ge