უცხოეთი
რუსეთმა CIA-ს ინფორმატორზე ძებნა გამოაცხადა

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა კრემლის ყოფილ თანამშრომელ ოლეგ სმოლენკოვზე, რომელიც სავარაუდოდ CIA-ს ინფორმატორი იყო. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უწყებამ სმოელნკოვი ჩერნოგორიაში შვებულების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნო და ძებნილთა სიაში ის სწორედ ამიტომ მოხვდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს დაზვერვას რუსეთის ხელისუფლებაში მომუშავე აგენტი ჰყავდა, СNN-მა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ საიდუმლო ინფორმაციასთან უყურადღებო დამოკიდებულების გამო ჯაშუშის რუსეთიდან გაყვანა გადაწყდა. Reuters-ის ცნობით, სმოლენკოვი ოჯახთან ერთად აშშ-ში ჩერნოგორიიდან გადაიყვანეს.

imedinews.ge