უცხოეთი
ირანმა ბრიტანული ტანკერის გასათავისუფლებად ლეგალური პროცედურები დაასრულა

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ირანმა ბრიტანული ტანკერის Stena Impero-ს გასათავისუფლებლად საჭირო ლეგალური პროცედურები დაასრულა. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის მთავრობის პრესსპიკერ ალი რაბიეიზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია როდის დატოვებს ტანკერი ირანულ წყლებს.

„ყველა საჭირო ლეგალური და ადმინისტრაციული პროცედურა დასრულებულია, თუმცა ტანკერის გათავისუფლების თარიღის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, - აცხადებს რაბიეი.

ირანმა Stena Impero 19 ივლისს, ჰორმუზის სრუტეში დააკავა. ამის მიზეზად კი საერთაშორისო წესების დარღვევა დაასახელა. სექტემბერში თეირანმა ტანკერის ეკიპაჟის 7 წევრი გაათავისუფლა.