უცხოეთი
ნიკოლას მადურო მოსკოვში ჩავიდა

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ნიკოლას მადურო მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ მან მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა.

„ჩამოვედი რუსეთში, რათა გავაღრმაოთ ჩვენი ისტორიული, ძალიან პოზიტიური ურთიერთობები, რომლებიც წლების განმავლობაში ვაშენეთ და რაც ვენესუელის აყვავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა“, – წერს ნიკოლას მადურო.

ვენესუელაში იანვრის შემდეგ მწვავე პოლიტიკური კრიზისია. იანვრის ბოლოს ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და ნიკოლას მადუროს გადადგომა მოითხოვა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აშშ-მა, კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა და ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ, ასევე საქართველომ აღიარეს. ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებენ რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი.

1tv.ge