აქტუალური
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი საქართველოში

andrei_kondakovდღეს, 21 მარტს, საქართველოში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ანდრეი კონდაკოვი ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში კონდაკოვი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესა და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი თბილისში 2010 წლის ოქტომბერშიც იმყოფებოდა. წინა ვიზიტის დროს კონდაკოვი ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო და ეროვნულ ბანკს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო, რომლებიც ახლა სრულდება.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი 1994 წელს შეიქმნა. მისი შტაბბინა სალონიკშია. ბანკის მიზანია რეგიონული პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება, წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა, შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური განვითარება.

საბანკო ინსტიტუტის საკრედიტო ხაზებით უკვე სარგებლობენ ქართული კომერციული ბანკები („თი-ბი-სი“; „პროკრედიტ ბანკი“; „ვი-თი-ბი“ და „ბანკი ქართუ“).