აქტუალური
გიორგი გახარიამ საქართველოში სომხეთის ელჩი მიიღო

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი მიიღო.

გახარიამ დიპლომატს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის იდეას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.

ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.