საზოგადოება
სლოვენიაში საქართველოს მოქალაქეთა დასაქმებასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმება იგეგმება

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. სლოვენიაში საქართველოს მოქალაქეთა დასაქმებასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმება იგეგმება.

მთავრობის განკარგულებით, ამ მიზნით ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.

ვიზალიბერალიზაციის პროცესის ამოქმედების შემდეგ, მსგავსი მოლაპარაკებები ევროკავშირის სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს.