სამართალი
სროლა თბილისის ცენტრში: ყიფშიძეზე ორი მამაკაცი დაჭრეს

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა ვაკეში გუშინ, შუადღისას მოხდა.

თვითმხილველების თქმით, სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე სროლის და ჩხუბის ხმა გაიგეს, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.