უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - გარემოსდაცვაზე ყურადღება კარგია, თუმცა როცა გარკვეული ძალები ცდილობენ ბავშვების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას, დასაგმობია

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ის არ იზიარებს გარემოსდამცველი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის ზოგად პათოსს. პუტინმა, რომელიც მოსკოვში ენერგოფორუმის მიმდინარეობის დროს, განაცხადა: „გრეტას არავინ აუხსნა, რომ თანამედროვე მსოფლიო კომპლექსური და განსხვავებულია და აფრიკაში და აზიურ ქვეყნებში ადმიანებს ძალიან უნდათ ისევე ცხოვრობდნენ, როგორ ადამიანები შვედეთში“.

პუტინის განცხადებით, როდესაც ადამიანები ყურადღებას უთმობენ გარემოსდაცვით საკითხებს ძალიან კარგია, თუმცა „როდესაც გარკვეული ძალები ცდილობენ ბავშვებისა და თინეიჯერების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას, დასაგმობია“.

შეგახსენებთ, 16 წლის შვედმა აქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა გაეროს სამიტზე, ნიუ იორკში, მსოფლიოს ლიდერები უმოქმედებაში დაადანაშაულა.

ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

interpressnews.ge