უცხოეთი
„ევრონიუსი“ - ვლადიმირ ზელენსკი დონბასისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას და არჩევნების ჩატარებას დათანხმდა

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დათანხმდა დონბასისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებასა და სეპარატისტულ რეგიონში არჩევნების ჩატარებას. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. „დღეს ნორმანდიული ოთხეულის სამიტის გზაზე ბოლო დაბრკოლებები მოიხსნა. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გვექნება ზუსტი თარიღები”, - განუცხადა ზელენსკიმ კიევში ჟურნალისტებს.

გეგმა, რომელიც დონბასის რეგიონისთვის სპეციალურ სტატუსს და არჩევნების გამართვას ითვალისწინებს, 2016 წელს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვოლტერ შტაინმაიერის მიერ იყო შეთავაზებული და მას „შტაინმაიერის ფორმულად“ მოიხსენიებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, რუსეთმა და უკრაინამ გრძელვადიანი მოლაპარაკებების შემდეგ პატიმრები გაცვალეს.

interpressnews.ge