სამართალი
პრეზიდენტს აქვს ვალდებულება, დაასაბუთოს, რა ედო საფუძვლად შეწყალების გადაწყვეტილებას - თეა წულუკიანი

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო მსჯავრდებული არ არის.

წულუკიანმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ მარიამობის შეწყალების აქტში 140-ე მუხლით არე ერთი პატიმარი შეწყალებული არ არის. სსკ-ის 140-ე მუხლი გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

მარიამობის შეწყალების აქტში 140-ე მუხლით არე ერთი პატიმარი შეწყალებული არ არის. თუ დადასტურდება, მერე ვისაუბროთ. შეწყალებაზე გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების შედეგებია ჩემთვის, თქვენთვის და ყველასთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მე რას ვფიქრობ და რას ვიტყვი, მთავარია გამოძიება რას გვეტყვის.

აუცილებელია, როდესაც პრეზიდენტი ამ თუ იმ პირს იწყალებს, შემდეგ მან შეძლოს, თუკი რომელიმე კონკრეტულ შეწუყალებულ პირთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვა, მან ახსნას, რატომ მიიღო ესა თუ ის გადწყვეტილება. ჩვენ არ ვართ სამეფო, ჩვენ ვართ რესპუბლიკა, ჩვენ არ გვყავს მეფე ან დედოფალი, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი და პრეზიდენტს რა თქმა უნდა, აქვს ვალდებულება შეწყალების აქტი რესპუბლიკაში დაასაბუთოს, თუ რატომ მოხდა. დასაბუთებაში არ იგულისხმება რამდენიმე გვერდიანი დასაბუთება, იგულისხმება ახსნა ან მინიშნება, თუ რა ედო საფუძვლად ამა თუ იმ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წყარო: პირველი არხი