უცხოეთი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი - ტრამპის გადაწყვეტილება, სირიიდან ძალები გაიყვანოს, მოღალატეობრივი ქმედებაა

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება, თურქეთის ოპერაციის დაწყებამდე, ჯარები გაიყვანოს სირიიდან, მკაცრად გააკრიტიკეს დემოკრატებმა. ტრამპის ქმედებას მისი რესპუბლიკელი დამცველებიც აკრიტიკებენ. ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება, სირიიდან ძალები გაიყვანოს, არის მოღალატეობრივი ქმედება ჩვენი პარტნიორი ქურთული ძალების მიმართ, რომლებიც ჩვენი მოკავშირეები იყვნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში“, - აცხადებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი.

მისივე თქმით, რაც არ უნდა განაცხადოს პრეზიდენტმა, „ისლამური სახელმწიფოდან“ მომდინარე საფრთხეები ჯერ კიდევ მაღალია.

შეგახსენებთ, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, გაიყვანოს სამხედრო ძალები სირიიდან, ქურთულმა ძალებმა „ზურგში მახვილის ჩაცემა“ უწოდეს.

interpressnews.ge