უცხოეთი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთავრობა სირიელი ქურთების მხარდაჭერას არ შეწყვეტს

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობა სირიელი ქურთების მხარდაჭერას არ შეწყვეტს.

ეს განცხადება დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთა.

„შესაძლოა, ჩვენ სირიიდან ჯარის გამოყვანის პროცესში ვართ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მივატოვებთ ქურთებს, რომლებიც განსაკუთრებული ხალხი და შესანიშნავი მებრძოლები არიან. ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან, როგორც პარტნიორთან და ნატო-ს წევრთან ასევე ძალიან კარგია. თურქეთს უკვე ჰყავს ქურთების ყველაზე დიდი მოსახლეობა და შესანიშნავად ესმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სულ რაღაც 50 სამხედრო გვყავს სირიის ამ რაიონში და მათ გამოვიყვანთ, ნებისმიერი არასაჭირო სამხედრო მოქმედება დამანგრეველი შედეგის მომტანი იქნება მათი ეკონომიკისთვის, მათი მყიფე ვალუტისთვის. ჩვენ ვეხმარებით ქურთებს მატერიალურად, იარაღით“, – წერს დონალდ ტრამპი.

1tv.ge