აქტუალური
ანდრეი რუდენკო - კონფლიქტი რუსეთისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ დაიხურა

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენთვის კონფლიქტი არ არსებობს, კონფლიქტი რუსეთისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ დაიხურა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ჟურნალისტებს ჟენევაში განუცხადა.

როგორც ანდრეი რუდენკომ აღნიშნა, „ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს და სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა იმ დაძაბულობის სასწრაფო დეესკალაციისთვის, რომელიც აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში შეიქმნა“.

მისივე თქმით, არავინ არის დაინტერესებული, რომ ამ რაიონში გაჩნდეს დაძაბულობის ახალი კერა.

გვაქვს იმედი, რომ საერთო დაძაბულობის დონის დაწევასთან ერთად გადასასვლელების საკითხიც მოიხსნება და გაიხსნება პუნქტები, რომლებიც დახურულია. საკითხი ახლა განხილვის ეტაპზეა. ჩვენ ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი დღეს არ განგვიხილავს, ეს სხვადასხვა თემებია, რეგიონში სიტუაცია ერთია, ორმხრივი ურთიერთობები კი მეორე. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენმა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ყველაფერი თქვა. ურთიერთობების ნორმალიზება უნდა მოხდეს და დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას მაინც, რომელიც ივნის-ივლისში იყო. რუსეთის არავისი არაფერი მართებს“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

მისივე თქმით, რუსეთისთვის კონფლიქტი არ არსებობს.

კონფლიქტი რუსეთისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ დაიხურა. ჩვენთვის კონფლიქტი არ არსებობს, არც ოკუპაცია არსებობს, ჩვენ ამას ვეძახით 2008 წელს ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, რომლებსაც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება აქვთ გაფორმებული, მათ შორის სამხედრო მიმართულებითაც“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.