სამართალი
ბრალდებულ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. გირაოსთან ერთად, საკრებულოს დეპუტატს შემზღუდავი ღონისძიებებიც დაეკისრა. ილია ჯიშკარიანს აეკრძალა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მსხვერპლთან მიახლოვება. ასევე, მას სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია აეკრძალა.

სასამართლო პროცესი "ნიუ ჰოსპიტალსში" გაიმართა.

გირაოს შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.