სამართალი
თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ - შალვა თადუმაძე

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, დაიბარებენ თუ არა პროკურატურაში შეწყალების საქმეზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

შალვა თადუმაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება გახდება, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საჭიროების შემთხვევაში პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

თადუმაძის თქმით, გამოძიების ფარგლებში ჯერჯერობით იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა აუცილებლობაც არის.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის განხორციელებული შეწყალების ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.