პუბლიკაციები
ახალციხეში საზოგადოებამ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება მოითხოვა

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. 20 ოქტომბერს ახალციხეში გაიმართა ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის — სახალხო დიპლომატია საზღვრებს გარეშე“ — პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს რეგიონებში რუსეთთან სახალხო დიპლომატიის საკითხებზე იმუშავებს.

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არის მნიშვნელოვანი რაოდენობა მოსახლეობისა, ვინც ასე თუ ისე, ეკონომიკურად არის დამოკიდებული რუსეთის ფედერაციასთან ჰუმანიტარული, სავაჭრო, ტურისტული თუ სხვა ტიპის ურთიერთობებზე. ხალხს სურს თავისუფალი მიმოსვლა მეზობელ ქვეყანასთან, მშვიდობა და დიალოგის გზით თანხმობის მიღწევა უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რასაც საქართველოს მთლიანობა ჰქვია.

„სახალხო დიპლომატია საზღვრებს გარეშე“ იმუშავებს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების და კომუნიკაციის გზით, მოახდენს საზოგადოებრივი აზრის აკუმულირებას და ანალიზს.

წამოწყების მოთავეები არიან ახალციხის მკვიდრნი. ახალი ორგანიზაციის ხელმძღვანელია გოჩა პარუნაშვილი.

შეხვედრაზე გამომსვლელები იყვნენ ჩამოსული სტუმრები: რუსეთში ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი, ცნობილი ქართველი არტისტი გივი სიხარულიძე, სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრები — პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი და ჟურნალისტი ზაზა დავითაია, ერთიანი ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობის დამაარსებელი, ეკონომისტი თეიმურაზ მაკარიძე და პოლიტოლოგიის დოქტორი, ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე.

შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა ელგუჯა ბიჭაშვილმა. მოქალაქეთა მგზავრობა, ტურისტულმა კომპანია “ჩექ ინ-თრეველ ჯორჯიამ” უზრუნველჰყო.

წყარო news-front