პუბლიკაციები
გამომსვლელები ახალციხის შეკრებაზე: «რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების მოთხოვნა არის პროქართული პოლიტიკა!»

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც «ნიუსფრონტი» ექსკლუზიურად იუწყებოდა, 20 ოქტომბერს ახალციხეში გაიმართა ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის — „სახალხო დიპლომატია საზღვრებს გარეშე“ — პრეზენტაცია,რომელიც საქართველოს რეგიონებში რუსეთთან სახალხო დიპლომატიის საკითხებზე იმუშავებს. ჩამოსულმა სტუმრებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების მოთხოვნა არის ქართული ინტერესებიდან გამომდინარე და, შესაბამისად, პროქართული, პატრიოტული მოთხოვნა. საქართველომ ასეთი პოლიტიკა უნდა აწარმოოს. გთავაზობთ გამომსვლელთა რამდენიმე ციტატს:

ვლადიმირ ხომერიკი — ეკონომისტი, პროფესორი, რუსეთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი: «რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ საქართველოსთვის; რუსეთის გინებით არაფერი გამოვა. ჩვენი პოზიცია არის მთლიანად პროქართული. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ისტორია — ვინ დააბრუნა ეს მიწები, სადაც ჩვენ ახლა ვართ… ჩვენ ერთი ისტორია გვაქვს, რუსებთან ერთად ვიყავით ჭირშიც და ლხინშიც. განა რუსები ჩვენზე უკეთ ცხოვრობდნენ? — არა, ჩვენ მათზე უკეთ ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში და თან ქართული ენა და კულტურა იყო დაცული».

ტრისტან წითელაშვილი — პოლკოვნიკი, სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარი: «ლიბერალური ძალები გაყიდიან საქართველოსაც და თავიანთ შვილებსაც. გაიხსენეთ, 2003 წლამდე როგორი კარგი ურთიერთობები ვითარდებოდა სამაჩაბლოში და გვარდებოდა პრობლემა, მაგრამ სააკაშვილმა დაანგრია ყველაფერი, მანვე მოახდინა 2008 წლის პროვოცირება და ამის წინააღმდეგ რომ წავედი, მაგიტომ დამიჭირა. დღეს ყველა პატრიოტი უნდა გაერთიანდეს, უკან დასახევი გზა არ არსებობს! უნდა აღდგეს რუსეთთან ურთიერთობა, ნატო ვერ გაამთლიანებს საქართველოს».

ზაზა დავითაია — ჟურნალისტი, სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარი: «ქართველი ერის ნება არის რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა და ქვეყნის გაერთიანება. ჩვენ გვმოძღვრავენ, რომ რუსეთი დაინგრევა და ჩვენ თურმე გვეშველება… მაგრამ, ჯერ-ერთი, რუსეთი არ დაინგრევა და, მეორეც, რუსეთი რომ დაინგრეს, ვაი იმ მცირერიცხოვან ერებს, რომლებიც მის ნაგნგრევებს ქვეშ მოჰყვებიან!.. ჩვენ რუსეთთან უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც გვაახლოებს და არა იმაზე, რაც გვაშორებს».

ბესო კაიშაური — იურისტი, ორგანიზაცია «მეგობრობა და სამართლიანობა»:«რუსეთთან გართულებულ ურთიერთობებზე სწორი რეაქცია უნდა გვქონდეს — რაც უფრო რთულია ვიტარება, მით უფრო მეტი დიპლომატია და მონდომებაა ჩვენი მხრიდან საჭირო. ჩვენმა იდეურმა მომხრეებმა უნდა გადალახონ შიში, რომ ჩვენ «პრორუსულებს» გვიწოდებენ. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამ სულის დამანგრეველ პოლიტიკას, ჩვენ პატრიოტები ვართ!»

თეიმურაზ მაკარიძე — ეკონომისტი, «ერთიანი ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობის» ლიდერი:«როგორც ეკონომისტი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს არ აქვს და ახლო მომავალში არც ექნება ალტერნატივა, იგი მთლიანად რუსეთზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, მე მქონდა შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და გამოვხატე ჩემი აზრი — აუცილებელია და ახლა უკვე დაგვიანებულიც, რომ ჩვენი პრეზიდენტი ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს».

წყარო news-front