უცხოეთი
„როიტერსი“ - აშშ-ის ოფიციალური პირები აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციას ადასტურებენ

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სააგენტო „როიტერსთან“ საუბარში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციას ადასტურებს.

ოპერაციის დეტალებზე საუბრისგან ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომლის ვინაობასაც „როიტერსი“ არ ამხელს, აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი სირიაში აშშ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმის რეიდის შედეგად მოკლეს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული მედია ავრცელებს ცნობას, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიის პროვინცია იდლიბში იყო ლიკვიდირებული და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას დონალდ ტრამპი დღეს გააკეთებს. სპეციალური ბრიფინგი თეთრ სახლში 17:00 საათზეა ჩანიშნული.

მანამდე, ირანის მთავრობამ ასევე დაადასტურა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ მათ ინფორმაცია სირიის მთავრობის წევრებმა დაუდასტურეს.

1tv.ge