აქტუალური
ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობაში კომპანია „მერიდიან კაპიტალი“ არ ჩაერთვება

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობაში კომპანია „მერიდიან კაპიტალი“ არ ჩაერთვება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს თავად კომპანიამ გადაწყვიტა, რაზეც შესაბამისი წერილი მიიღეს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პასუხი აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით უცნობია.