სამართალი
შსს-მ დანაშაულის სტატისტიკის ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შსს-მ იანვარ-სექტემბერში დაარეგისტრირა 48,8 ათასი დანაშაული, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,3%-ით მეტია, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

სამ კვარტალში დაახლოებით 16,3 ათასი დანაშაული გახსნეს. შედარებისთვის, გასულ წელს 43,9 ათასი დანაშაულიდან 15,7 ათასი გახსნეს.

ჩადენილი დანაშაულებიდან პირველ ადგილზეა ქურდობა. წლის დასაწყისიდან დაფიქსირდა 15,5 ათასი ფაქტი, რაც ყველა დანაშაულის 30%-ს აჭარბებს. ამასთან დაფიქსირდა ქურდობების შემთხვევების 12,8%-იანი ზრდა.

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. იანვარ-სექტემბერში სამინისტრომ დაარეგისტრირა 3,9 ათასი მსგავსი დანაშაული, ანუ 4%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.

ყველაზე გავრცელებული დანაშაულების სამეულს ასრულებს ნარკოდანაშაული - 3,8 ათასზე მეტი (+36,7%). როგორც წესი, ასეთი შემთხვევების გახსნის პროცენტი მაღალია - 73,4%.

დაფიქსირდა კლება ტრანსპორტთან დაკავშირებულ დანაშაულში - 11,5%. შსს-მ დაარეგისტრირა 2,4 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა, საიდანაც ფატალურად 262 შემთხვევა დასრულდა.

რაც შეეხება საქართველოს მთავარ მიღწევას - წარმატებულ ბრძოლას მექრთამეობასთან, - წლის დასაწყისიდან ქრთამის აღების 50 შემთხვევა დაფიქსირდა. ამდენივე შემთხვევა გასული წლის ცხრა თვეში დაფიქსირდა.