უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი: უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. “უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება”,-ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

“ყველა წვერი ქვეყანა შეთანხმდა იმაზე, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. ჩერნოგორია ნატო-ში სულ ორი წლის წინ გაწევრიანდა, ჩრდილოეთ მაკედონია რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ ეს ადრეც ვნახეთ – ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ როცა პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები – არავის ოცნებაშიც კი არ წარმოედგინა, რომ შევიდოდნენ ნატო-ში”,- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მან ასევე პირობა დადო, რომ ალიანსი დაეხმარება კიევს რეფორმების განხორციელებასა და საზოგადოების მოდერნიზებაში, იმისთვის, რომ უკრაინა ნატო-ს წვერი გახდეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, დატოვებს თუ არა ნატო უკრაინას “ნაცრისფერ ზონად” რუსეთსა და ევროპას შორის, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა ერთ-ერთია ალიანსის 40 პარტნიორს შორის.

infopostalioni.com