აქტუალური
ოკუპაციაზე საქართველოს პასუხი არის დემოკრატიული განვითარება - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საარჩევნო მარათონის ერთ-ერთი გამოწვევაა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაცია და პოლარიზაცია, რომელიც საქართველომ უნდა გადალახოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაციაზე საქართველოს პასუხი თავდაცვის პოლიტიკასთან და ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ასევე არის დემოკრატიული განვითარება.

ჩვენი პასუხი მყარი დემოკრატიული განვითარებაა, ახალი კონსტიტუციით, მშვიდობიანი არჩევნებითა და ახლა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შემუშავებული ახალი საარჩევნო კანონმდებლობით, რომელიც ძალაში შევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და სასამართლო რეფორმით, რომელიც გადამწყვეტ ფაზაშია“, – განაცხადა პრეზიდენტმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლაზე, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს.