საზოგადოება
ახალი 100 ავტობუსის დახმარებით ლოდინის ინტერვალი შემცირდება - კალაძე

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ახალი ავტობუსების შეძენასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის. ჩვენ გვაქვს რაიონები, უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან თუ მოძრაობს ძალიან დიდი მოცდის დრო აქვს. ეს სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, ერთი-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაში იქნება ის, რომ შევამციროთ მოცდის დრო და სადაც საერთოდ არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსებმა იმოძრაოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული ავტობუსები იმ 650 ავტობუსს დაემატება, რომელთა ჩანაცვლების პროცესიც უკვე დაწყებულია.