სამართალი
გიორგი რურუა იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ რურუა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.