აქტუალური
კლიტე კი არა, პროკურატურაზე რა არის დასადები, მე ვიცი - მალხაზ მაჩალიკაშვილი

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. კლიტე კი არა, პროკურატურაზე რა არის დასადები, მე ვიცი, მაგრამ, ღმერთო მიშველე, – ასეთი კომენტარი გააკეთა მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც პროკურატურის ჭიშკარს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოქლომი დაადეს (ვიდეო იხ. აქ).

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, დღეს ხელისუფლებას მეტი რესურსი აღარ დარჩა გარდა პოლიციისა და სპეცრაზმის გამოყენებისა.

ირაკლი ოქრუაშვილის, გია რურუას საქმეებისთვის, დანარჩენი სიბინძურეებისთვის დღევანდელი ხელისუფლება იყენებს ამ პატიოსან ბიჭებს. რაც შეეხება პროკურატურისთვის კლიტის დადებას, პროკურატურას კლიტე კი არა, აქ დასადები რა არის, მე ვიცი, მაგრამ ღმერთო, მიშველე, საქართველოს სიყვარულით. ორი წელია, იმისთვის ვიბრძვი, შე დედააფეთქებულო, ერთი ბოდიში მაინც მომიხადე პროკურორი ხარ თუ გენპროკურორი. „ნაციონალებითავზე დაგვამხობენ ხელისუფლებასო, შენი დედაც და იმათი დედაც, თუ დაგვამხობენ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.