სამართალი
„ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება-დემორკატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, მოძრაობა „შეცვალეს“ ოთხი წევრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სამი ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, მეოთხე კი 173-ე მუხლით.