უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ინფრასტრუქტურის მიახლოება შეშფოთებას იწვევს

 საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა.

ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ინფრასტრუქტურის მიახლოება მოსკოვის შეშფოთებას იწვევს.

ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, ის შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სარაკეტო ბირთვული კლუბი ახალი წევრებით ივსება და ხდება კოსმოსის მილიტარიზაცია.

1tv.ge