აქტუალური
ოპოზიციის აქციები წარიმართება მწვავედ, მაგრამ მშვიდობიანად - გიგა ბოკერია

 საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. ოპოზიციის აქციები წარიმართება მწვავედ, მაგრამ მშვიდობიანად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, 25 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბებიან ვარდების მოედანზე მსვლელობით რუსთაველზე.

26 ნოემბერს არის ამ სამარცხვინო კლოუნების სხდომა პარლამენტში, ვინც ეს შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას და ისევ მოუწევთ ათასობით პოლიციელის მოყვანა თუ დააპირებენ შიგნით შესვლას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.