სამართალი
სომხური მედია საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სომხეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ წერს

 საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. სომხური მედია წერს, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტ ზემო ლარსთან სომხეთის სამი მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას სომხური მედია საქართველოში სომხეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, წინასწარი გამოძიების ფარგლებში ავტობუსის ყველა მგზავრის გამოკითხვა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, საბაჟო-გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ თანამშრომლებმა რუსეთიდან შემოსულ ავტობუსში ნარკოტიკული ნივთიერებები – კოკაინი და ჰაშიში აღმოაჩინეს. ავტობუსს სომხეთის მოქალაქე მართავდა. ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.