უცხოეთი
პესკოვი: რუსეთის პრეზიდენტი „თურქული ნაკადის“ გახსნის ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა კომენტარი გააკეთა თურქული მხარის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ვლადიმირ პუტინი თურქეთში გაზსადენ „თურქული ნაკადის“ გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად უნდა ჩავიდეს.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტი თურქეთში 2020 წლის იანვრის პირველი დეკადისთვის მზადდება, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

პრეზიდენტის პრეს-მდივანმა კომენტარი გააკეთა თურქული მხარის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ვლადიმირ პუტინი თურქეთში გაზსადენ „თურქული ნაკადის“ გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად უნდა ჩავიდეს.

„ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბრისას პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ იანვრის დასაწყისში, მე ვიტყოდი, პირველ დეკადაში, ნამდვილად იქნება მზად „თურქული ნაკადის“ სახმელეთო ნაწილი თურქეთში. საუბარი იყო იმაზეც, რომ შესაძლოა შედგეს პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი თურქეთში. ამაზეც მიდის სამზადისი“, — განაცხადა პესკოვმა.

პროექტი „თურქული ნაკადი“ შავი ზღვის გავლით რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით 63 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის გაზსადენი მილის მშენებლობას ითვალისწინებს. ერთი ხაზის მეშვეობით ბუნებრივი აირი უშუალოდ თურქეთის ბაზარს უნდა მიეწოდოს, მეორეთი კი — თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებს. მეორე ხაზის რეალიზაცია დამოკიდებული იქნება რუსული გაზით ევროპის დაინტერესებაზე.

sputnik-georgia.com