პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: „არ წამოვეგოთ რუსეთის „ბავშვურ“ არგუმენტს ძალის გამოუყენებლობის პირობაზე უარის გამო“

bakradzeeსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ 23 მარტს განაცხადა, რომ დასავლეთი „არ უნდა წამოეგოს“ რუსეთის „ბავშვურ და არასერიოზულ“ არგუმენტს იმის თაობაზე, რომ არ დებს ძალის გამოუყენებლობის პირობას, რაკი კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს.

„მაპატიეთ, მაგრამ ვისი ტანკები დგანან თბილისიდან 40 კილომეტრში? ამრიგად, ვინ არის კონფლიქტის მხარე, თუ არა რუსეთი?“ – განაცხადა ბაქრაძემ.

თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარზე გამოსვლისას ბაქრაძემ განაცხადა, რომ ძალის გამოუყენებლობაზე რუსეთის პირობის მიღება „უახლოეს მიზანს“ წარმოადგენს, რაც დაეხმარებოდა „ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ ვითარების შედარებით სტაბილიზაციას და საშუალებას მოგვცემდა, შეგვექმნა ნორმალური ნიადაგი პოლიტიკური დიალოგისთვის“ რუსეთთან.

სემინარზე საუბრისას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გერმანელმა დეპუტატმა კარლ ლამერსმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის წევრებმა უარი თქვეს, მონაწილეობა მიეღოთ როუზ-როსის სემინარში თბილისში. ლამერსის განცხადებით, რუსულ დელეგაციას თავისი უარის მიზეზი არ დაუსახელებია.