აქტუალური
რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენა აუცილებელია - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ხალხთაშორის ურთიერთობა, თავისუფალი გადაადგილება ეს ღია ფუნდამენტური უფლებებია, რომელთა ხელოვნური შეზღუდვა არის არასწორი და ვფიქრობ, თუ აღდგება ფრენები, ეს იქნება ნაბიჯი სწორი მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენა არის აუცილებელი.

ამის შესახებ მქონდა საუბარი ნიუ-იორკში არაფორმალური შეხვედრის დროს, რომელიც გენერალური ასამბლეის ფორმატში გაიმართა. მაშინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, უცილებელია ფრენების აღდგენა. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუკი ეს დროულად მოხდება. ვფიქრობ, დაგვიანებულიც კია, რადგან იმ შეხვედრაზეც განვაცხადე და ამჯერადაც საჯაროდ მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ზაფხულის პერიოდში, არც ერთ რუსეთის მოქალაქეს და ზოგადად არც ერთ საერთაშორისო ვიზიტორს არანაირი პრობლემა არ შექმნია და არც შეექმნება. ხალხთაშორის ურთიერთობა, თავისუფალი გადაადგილება ეს ღია ფუნდამენტური უფლებებია, რომლის ხელოვნური შეზღუდვა არის არასწორი და ვფიქრობ, თუ აღდგება ფრენები, ეს იქნება ნაბიჯი სწორი მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.