საზოგადოება
საქართველოს პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, სამომავლო გეგმებს მათ მხარდამჭერებს მოკლე ხანში გააცნობენ.

მათივე ინფორმაციით, არაძალადობრივი მშვიდობიანი პიკეტის ფორმა გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანაში არ იქნება პროპორციული საარჩევნო სისტემა.

დღეს პიკეტირებამ ეს შედეგი გამოიღო, რასაც ვხედავთ. როცა ჩაინიშნება შემდეგი სესიები, შემდეგი საპარლამენტო დღე როცა იქნება, იმ დღესაც გავმართავთ აქციას, უფრო ეფექტიანად. სირცხვილის კორიდორების, მონების შეძახილების, არაძალადობრივი პროტესტის გზის გავლით მოუწევთ პარლამენტარებს მუშაობა“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.