აქტუალური
ბერა ივანიშვილს ვაჟი შეეძინა

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და მისი მეუღლე, ნანუკა გუდავაძე მშობლები გახდნენ, იუწყება ქართული მედია.

ბერას მეგობრები ულოცავენ ამ სასიხარულო ამბავს. ერთ-ერთია მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი, პროდიუსერი ლაშა ბასლანძე.

BERA გილოცავ ძმაო. საამაყო ქართველი გაზრდილიყოს და ვიცი ეგრეც იქნება“, - წერს ლაშა ბასლანძე.

სულ რაღაც სამი დღის წინ კი ბერამ გამოაქვეყნა ორსულ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო და მიაწერა - „დღეებს ვითვლით“.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ნიგერიელი გოგონას ნათლია გახდა. როგორც ჩანს, მას ძალიან უყვარს ბავშვები და თავისი პატარას დაბადებას მოულოდნელად ელოდა.

წყვილის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის სექტემბერში გავრცელდა. პირველი, რაც ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე გახდა ცნობილია არის ის, რომ ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. მედიაში წერენ, რომ 14 წლის ასაკში ის დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ამჟამად გოგონას მოდის ბლოგერს უწოდებენ.