პოლიტიკა
პარლამენტში აკაკი ზოიძის ადგილმონაცვლე ჩხოროწყუს პოლიციის უფროსია

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტში აკაკი ზოიძის ადგილმონაცვლე, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს უფროსი ჯუმბერ იზორიაა.

„ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში რიგით 55-ე იზორიამ განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, შევა თუ არა პარლამენტში.

არ მიფიქრია ამაზე. დავფიქრდები და გეტყვით. ჯერჯერობით არავითარი კონსულტაციები გუნდთან არ ყოფილა”.

იმ შემთხვევაში, თუ ბენო ქაშაკაშვილმა პარლამენტში პროპორციული სიით სოფიო ქაცარავას ნაცვლად შესვლაზე უარი თქვა, როგორც ეს თავად განაცხადა, ქაცარავას პაატა გოგოხია შეცვლის, ზოიძეს კი - ჯუმბერ იზორია.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების ინიციატივით სწორედ აკაკი ზოიძე გამოვიდა.

რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი პლებისციტზე 2020 ან 2021 წლის არჩევნებზე დადგება. ამის შემდეგ ზოიძემ დააანონსა, რომ პოლიტიკიდან წასვლის ან დარჩენის საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებდა.