სამართალი
საქართველოს საელჩო ახალ ზელანდიაში თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში, ახალ ზელანდიაში მყოფ თანამემამულეებს კუნძულ უაით-აილენდზე ვულკანის ამოფრქვევის გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ადგილობრივი მასმედიის ცნობით, ახალი ზელანდიის კუნძულ უაით-აილენდზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ავსტრალიაში საქართველოს საელჩო იუწყება, რომ ვულკანის ამოფრქვევის გამო კრიზისების მართვის ეროვნულმა სამსახურმა შესაბამისი გაფრთხილება გააკეთა.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი მასიური ფერფლი, შესაძლებელია, იგრძნობოდეს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ზოგიერთ ნაწილში. ახალი ზელანდიის ჯანდაცვის უწყებები მოსახლეობას შენობებში დარჩენას ურჩევენ.

საქართველოს საელჩოში ამოქმედდა ცხელი ხაზი: +61 416 861 219.

გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ საინფორმაციო გამოშვებებს და კომპეტენტური უწყებების რჩევებს", – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.