სამართალი
მმართველმა პარტიამ ნდობა დაკარგა, როცა დანაპირები ვერ შეასრულა - ანდრიუს კუბილიუსი

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. მმართველმა პარტიამ ნდობა დაკარგა, როგორც საკუთარი მოსახლეობის, ასევე საერთაშორისო დონეზე, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა ანდრიუს კუბილიუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მმართველმა პარტიამ, როდესაც დანაპირები ვერ შეასრულა, მან დაკარგა ნდობა, როგორც თავისი მოსახლეობის, ასევე საერთაშორისო დონეზე. ეს იყოს უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნდობა იქნას აღდგენილი”, -განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

მისივე თქმით, ადამიანები რომ ქუჩაში არიან გამოსულები და საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში რაღაც არასწორად მიმდინარეობს.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის განცხადებით, ევრონესტის დელეგაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდება.