რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ქართველებს რუსული ენის შესასწავლად უამრავი მიზეზი აქვთ

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. აუცილებელია, რუსეთმა მოახდინოს ვიზების ანულირება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სტიმული რუსული ენის შესასწავლად!” - სრულებით სამართლიანად შენიშნა გუშინ ჩემთან საუბარში ა. ს. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის დირექტორმა, საერთაშორისო კულტურული და საგანმანათლებლო კავშირის „რუსკი კლუბ“- ის პრეზიდენტმა ნიკოლაი სვენტიცკიმ.

   როდესაც არ არსებობს სხვა მოტივაციები, მაგალითად, რუსული კულტურის, ისტორიისა და მეცნიერების შესწავლა, რომლებიც საქართველოსთან განუყოფლად არის დაკავშირებული, მაშინ რჩება წმინდა გამოყენებითი მიზეზები რუსული ენის შესასწავლად, რომელზეც ნახევარი მსოფლიო საუბრობს და რომელიც შესანიშნავად იცის ჩვენმა სამმა მეზობელმა (რუსეთი რომ არ ჩავთვალოთ) - აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა. როგორ ფიქრობთ, რა ენაზე გვესაუბრებიან ამ ქვეყნების ხელმძღვანელები - პრეზიდენტები, მინისტრები, საპარლამენტო დელეგაციები? რა ენაზე საუბრებენ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები? რა ენაზე საუბრობდნენ ტეტ-ა-ტეტ პუტინი და ზელენსკი? რა ენაზე საუბრობენ რუსეთისდა საქართველოს საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრები? რა ენაზე, თუ არა რუსულად, აწარმოებს მოლაპარაკებებსაქართველოს ენერგეტიკის მინისტრგაზპრომთან“? რა ენაზე შევურიგდებით ოსებსდა აფხაზებს, რა ენაზე საუბრობენ კარასინი და აბაშიძე პრაღაში, რა ენებზე საუბრობენ ჩვენი დელეგაციები ჟენევის მოლაპარაკებების დროს?

კარგი, თავი დავანებოთ პოლიტიკას, კულტურასა და ჰუმანიტარულ სფეროს: სხვა რა პრაქტიკული მიზეზები არსებობს იმისათვის, რომ ქართველებმა რუსული ენა შეისწავლონ, გარდა იმისა, რომ "მტრის ენა უნდა იცოდე"? რამდენიც გნებავთ! რა ენაზე საუბრობენ ქართველები სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩასვლისას, სადაც ვიზები, რუსეთის მსგავსად, ჯერ საჭირო არ არის? თუ არა რუსულად, მაშ რა ენაზე საუბრობენ ქართველი ტურისტები და ვიზიტორები უკრაინაში, ბელრუსში, ყაზახეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში? რა ენაზე ესაუბრებით მილიონობით რუს ტურისტსა და ვიზიტორს, რომლებიც საქართველოსტუმრობენ და ხაზინას მილიარდობით დოლარით ავსებენ? ნუთუ ბიზნესმენები, რომლებიც ქართული პროდუქციის ექსპორტს ახდენენ თვალუწვდენელ რუსულ ბაზარზე, რუს ბიზნესმენებს, მესაზღვრეებსა და ჩინოვნიკებს ქართულად ესაუბრებიან?! და ჩინელებთან რა ენაზე მსჯელობთ ერთობლივი პროექტების შესახებ?

ნუთუ ეს რუსებმა, ასევე სომხებმა, აზერბაიჯანელებმა, ყაზახებმა, უკრაინელებმა, ბელრუსებმა, ჩინელებმა და ყველა სხვა დანარჩენმა უნდა ისწავლოქართული ენა, იმის ნაცვლად, რომ ქართველებმა არ დაივიწყონ რუსული - საერთაშორისო ურთიერთობების ენაა?!- წერს თავის ფეისბუქ-გვერდზე საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.