აქტუალური
ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ნიკა მელიამ დეპუტატის მანდატი დაკარგა.

მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარი საქართველოს პარლამენტის 150-დან 88 დეპუტატმა დაუჭირა.

საკითხი კენჭისყრაზე მას შემდეგ დადგა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო 2011 წელს „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეში. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ბანკი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ოპოზიციის დაფინანსების მთავარი წყარო იყო.

სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებასა და ქონების დამალვაში მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით. სასამართლომ მას 25 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაავალდებულა. ამასთან ერთად ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.