აქტუალური
თუ სახლს ერთად აშენებთ, ერთმანეთს თავში არ უნდა ჩაარტყათ - გერმანიის ელჩი საქართველოში

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. თუ სახლს ერთად აშენებთ, ერთმანეთს თავში არ უნდა ჩაარტყათ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე, საჭიროა პოლიტიკის დეპოლარიზაციის გარკვეული მაჩვენებელი.

თუ სახლს ერთად აშენებ, ზევიდან თავში ჩარტყმის მცდელობა კარგი არ არის. თუ გინდა მიაღწიო წარმატებას დიდ სტრატეგიულ პროექტთან დაკავშირებით, გჭირდება დეპოლარიზაცია, უნდა გქონდეთ ერთად მუშაობის უნარი“,- განაცხადა ჰუბერტ ქნირშიმ.

იგი ასევე გამოეხმაურა საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესს და განაცხადა, რომ დიალოგი გრძელდება.

დიალოგი არ ჩავარდნილა, რადგან ის გრძელდება. ჩვენ სავარაუდოდ, დღესასწაულებზე შეგვისვენებთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ იქამდე გარკვეულ წარმატებას მივაღწევთ. საერთაშორისო თანამეგობრობა მუშაობს, რომ განაგრძოს შუამავლობა და მხარეებიც განიხილავს ყველა წინადადებას“,- განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.