უცხოეთი
ვლადიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ასევე გაიმართება მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში.

ვიზიტის ბოლოს დაგეგმილია უკრაინისა და აზერბაიჯანის ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია.

1tv.ge