აქტუალური
ელიზაბეთ რუდი გიორგი გახარიასადმი კონგრესმენების წერილზე კომენტარს არ აკეთებს

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი კომენტარს არ აკეთებს კონგრესმენების წერილზე, რომლითაც მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართეს.

ჩვენ ვიხილეთ კონგრესმენების წერილი, მაგრამ რადგან ეს წერილი გამოხატავს კონგრესის წევრების მოსაზრებას, კომენტარისთვის მიმართეთ კონგრესმენების ოფისს“, – განაცხადა რუდმა.

წერილს, რომელიც 13 დეკემბრითაა დათარიღებული, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ადამ კინზინგერი და ჯერალდ ქონელი აწერენ ხელს. ჩვენ დღეს გწერთ მზარდი შეშფოთებით, რაც უკავშირდება დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ განაახლებენ მოლაპარაკებებს და მიიღებენ მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტს“, – აღნიშნულია წერილში.