აქტუალური
ქართული ღვინის ფასი წამყვანი მეღვინეობის ქვეყნების ღვინის ფასებთან არის მიახლოებული

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის 2019 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, ერთი ლიტრი ღვინის საექსპორტო ფასი არის:

• საფრანგეთი – 6,6 €

• იტალია – 3,12 €

• საქართველო - 3,07€

• გერმანია – 2,71€

• პორტუგალია – 2,68 €

• ესპანეთი – 1,39 €

გასულ წელს, American Association of Wine Economists-მა (AAWE) გამოაქვეყნა მაჩვენებლები, რომლის მიხედვით, 2014-2016 წლებში ექსპორტზე გატანილი ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით – 3,49 აშშ დოლარი – საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებდა.

AAWE – „ღვინის ეკონომისტების ამერიკული ასოციაცია“ პრესტიჟული ამერიკული ორგანიზაციაა და მის მიერ შედგენილი რეიტინგით:

• საფრანგეთი - 6.59 $

• ახალი ზელანდია - 5.39 $

• ამერიკის შეერთებული შტატები - 3.68 $

• ავსტრია - 3.51$

• საქართველო - 3.49 $

2018 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული 86,2 მლნ ბოთლი ღვინო 2017 წელთან შედარებით რაოდენობრივად 13 პროცენტით, ხოლო ღირებულებით 20 პროცენტით იყო გაზრდილი (203 მლნ აშშ დოლარი). საშუალო საექსპორტო ფასის ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნდა: განვლილ 11 თვეში ექსპორტირებული 86 მლნ ბოთლი ღვინო 10 პროცენტით, ხოლო ღირებულება (220 მლნ აშშ დოლარი) 20 პროცენტით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე.

2018 წელს საშუალო საექსპორტო ფასი ერთი ბოთლის იყო 2,35 აშშ დოლარი, ხოლო 2019 წელს – 2,55 აშშ დოლარი, ანუ ტენდენცია არის მზარდი. თუმცა, ღვინის საბოლოო გასაყიდი ფასი დახლზე 3-4-ჯერ აღემატება მეწარმის მიერ დაფიქსირებულ აღნიშნულ საექსპორტო ფასს.