უცხოეთი
კრემლი ალექსანდრე ლუკაშენკოს პასუხობს

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. კრემლში ბელარუსის პრეზიდენტის, განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც მიხედვითაც ალექსანდრე ლუკაშენკომ ორ ქვეყნას შორის არსებულ პრობლემებსა და კრიზისზე ისაუბრა. ბელარუსის ლიდერის განცხადებით, რუსეთი და ბელარუსი „გზის გასაყარზე“ არიან.

„მოლაპარაკებები, რომლებიც ერთი თვის წინ სოჭში და მოლაპარაკებები, რომლებიც სანკტ-პეტერბურგში რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ჩვენი აზრით, საპირისპიროს მიანიშნებს”, -განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, ქვეყნებმა „ტიტანური შრომა გასწიეს“, რომ შეთანხმებულიყვნენ პაკეტზე, რომელიც ორი ქვეყნის ინტეგრაციასა და გაძლიერებას უზრუნველყოფდა.

„ნათელია, რომ კონტაქტი გაგრძელდება. ინტეგრაციის დონე ისე მაღალია ქვეყნებს შორის და ისინი ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რომ შესაძლოა, გარკვეული პრობლემები იყოს, მაგრამ მთლიან სურათს ეს ვერ გააფუჭებს“,-განაცხადა პესკოვმა.

ბელარუსის პრეზიდენტმა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში რუსეთსა და ბელარუსს შორის არსებულ კრიზისზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მოსკოვი მინსკზე ზეწოლას ახორციელებს ე.წ. ინტეგრაციის გეგმის სისრულეში მოყვანის გამო.

interpressnews.ge