სამართალი
ხევში მანქანის გადავარდნის შედეგად დაღუპულები 17 წლის მოზარდები არიან

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპულები თანაკლასელები იყვნენ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გარდაცვლილები 17 წლის მოზარდები არიან, რომლებიც ერთ კლასში სწავლობდნენ.

ამასთან, როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდები სარფში ცხოვრობდნენ.

მტირალას პარკთან ავტომანქანა ხევში გუშინ გადავარდა. დაიღუპა 5 ადამიანი.

გარდაცვლილთა ცხედრები ხევიდან უკვე ამოყვანილია.