უცხოეთი
სირიის ტერიტორიაზე ამერიკელების ყოფილი სამხედრო ბაზა რუსულმა სამხედრო პოლიციამ დაიკავა

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. სირიის დასახლებულ პუნქტ ტელ-სამინში, ამერიკელების ყოფილი სამხედრო ბაზა რუსულმა სამხედრო პოლიციამ დაიკავა. რუსული მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ შედის რუსული სამხედრო ტექნიკა ბაზის ტერიტორიაზე.

უახლოეს დღეებში, ტელ-სამინის რაიონში პატრულირებას სწორედ რუსეთის სამხედრო პოლიცია დაიწყებს.

საყრდენი პუნქტი სტრატეგიული მნიშვნელობის რაიონში, გზების გადაკვეთაზე მდებარეობს, რომელიც ქალაქ რაქას ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რაიონებთან აკავშირებს. ამერიკელმა სამხედროებმა სამხედრო ბაზა რამდენიმე დღის წინ დატოვეს.

სირიის ტერიტორიაზე ერთობლივ პატრულირებაზე, რუსეთი და თურქეთი 22 ოქტომბერს შეთანხმდნენ.

1tv.ge