უცხოეთი
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც პუტინმა ამერიკელ კოლეგას რუსეთში ტერორისტული აქტების აღკვეთაში ვაშინგტონის როლის გამო მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, კრემლის ინფორმაციით, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ორმხრივ თანამშრომლობას გააგრძელებენ.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ განაცხადა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მიწოდებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყალობით ქვეყანაში დაგეგმილი ტერორისტული აქტი აღკვეთეს.

მათივე თქმით, დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც სანკტ-პეტერბურგში საახალწლო ღონისძიებების დროს ტერაქტების მოწყობის დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილები.

interpressnews.ge