აქტუალური
2020 წლიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდა

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში 2020 წლის პირველი იანვრიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდა. სააგენტო შრომის ბაზარს მის მოთხოვნებზე მორგებულ უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებსა და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს.

ახალი სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს მომავალი წლიდან უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს, რომელთა ვადიანობაც სამ-ექვს თვეს მოიცავს. სააგენტო კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობასაც გეგმავს.

აქამდე დასაქმება „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ფუნქციებში შედიოდა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პრეზენტაცია 2019 წლის 24 დეკემბერს გაიმართა.